PC Room-ის ხელსაწყო Windows კომპიუტერების შესამოწმებლად, გასამართად და მოსამზადებლად. ერთ ფანჯარაში ჩანს სისტემის მონაცემები, ტემპერატურები და დისკების მდგომარეობა. აქვე არის ოპტიმიზაცია, სტრეს-ტესტები, პროგრამების ინსტალაცია და Windows/Office-ის აქტივაცია.
⬇ ჩამოტვირთე ბოლო ვერსია (RcRoom.exe)
- CPU-ს, მეხსიერების და სისტემური დისკის დატვირთვა რეალურ დროში.
- პროცესორი, ვიდეობარათი, RAM, დისკი, დედაპლატა და Windows-ის ლიცენზიის სტატუსი.
- BIOS-ის ვერსია და თარიღი, ღილაკით Latest BIOS, რომელიც ხსნის მწარმოებლის ჩამოსატვირთ გვერდს. ASUS-ის, ASRock-ის, Dell-ის და Lenovo-ის გვერდები პირდაპირ იხსნება, სხვა მწარმოებლებისთვის ხსნის ძიებას.
- დისკების ჯანმრთელობა: ცვეთა, მუშაობის საათები, ტემპერატურა.
- CPU, GPU (hot spot-ით), თითოეული RAM პლანკა და ყველა დისკი, ახლდება ყოველ 1.5 წამში.
- ფერებით: მწვანე ნორმაა, ყვითელი გაფრთხილება, წითელი ცხელი.
- მუშაობს Intel-ზე, AMD-ზე და NVIDIA-ზე LibreHardwareMonitor-ის საშუალებით. პირველ გაშვებაზე თვითონ ყენდება და SHA-256-ს ამოწმებს.
- Ultimate Performance კვების რეჟიმი, GPU scheduling, Game Mode, მაუსის აჩქარების გამორთვა და სხვა.
- ტელემეტრიის, რეკლამების და Bing-ის ძიების გამორთვა.
- დროებითი ფაილების გასუფთავება.
- ცვლილებებამდე იქმნება System Restore point, ამიტომ ყველაფრის დაბრუნება შეიძლება.
- OCCT, FurMark 2, HCI MemTest, HWMonitor, HWiNFO. თუ რომელიმე არ არის დაყენებული, პირველივე გაშვებაზე ჩუმად ყენდება.
- Chrome, WinRAR, K-Lite, .NET, VC++, დრაივერები და RGB პროგრამები, ერთი ღილაკით და ჩუმად (winget-ით ან შენი ინსტალერით).
- Windows-ის და Office-ის აქტივაცია პროდუქტის გასაღებით.
- Office 2021 / 2024 / Microsoft 365-ის ჩუმი ინსტალაცია Microsoft-ის სერვერებიდან.
HUD (მუქი) და PC Room (ღია).
- ჩამოტვირთე RcRoom.exe.
- გაუშვი. Administrator-ის უფლებებს თვითონ მოითხოვს.
ინსტალაცია არ სჭირდება, ერთი ფაილია.
RcRoom ყოველ გაშვებაზე ამოწმებს ამ რეპოს Releases-ს. თუ ახალი ვერსია გამოვიდა, ზემოთ გამოჩნდება ღილაკი Update to vX. დაჭერისას ახალ ვერსიას ჩამოწერს, SHA-256-ს გადაამოწმებს და თავიდან ირთვება.
ვერსია ჩანს მარცხენა ზოლის ბოლოს.
- Windows 10 / 11, 64-bit
- ინტერნეტი, განახლებისთვის და პროგრამების ინსტალაციისთვის
PC Room · pcroom.ge · info@pcroom.ge · მირიან მეფის 20, დიდი დიღომი, თბილისი
English: RcRoom is a Windows toolkit by PC Room. It covers live system and temperature monitoring, BIOS version lookup, one-click tune-up with a restore point, stress tests, silent software installs, Windows/Office activation, and self-updates from GitHub Releases. Download the latest RcRoom.exe.






